Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ფაბრიკა 1900'' საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს „ფაბრიკა 1900" ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან.

„ახალი საწარმო თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალით ე.წ. სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და რომელმაც ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. ასევე შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე კომპანიას 100- ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული.",- განაცხადა ნათია ბოლქვაძემ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

„ფაბრიკა 1900-ი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს. კომპანია, ახალი დანადგარების პირობებში, თვეში საშუალოდ 4000 ტონა ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე",- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, „ფაბრიკა 1900" 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად, უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ჰყავს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი. ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად გაიზრდება წარმადობა და სამომავლოდ, გადამუშავება წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში