Ending Soon! Save 33% on All Access

ახალი საკრედიტო-საგარანტიო სქემით, სახელმწიფო მეწარმეს უზრუნველყოფის 70%-ის გარანტორად ჩაუდგება საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იზრდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Enterprise Georgia

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ახალი საკრედიტო-საგარანტიო სქემა ოფიციალურად აამუშავა. მისი მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

აღნიშნული ინიციატივა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გაჟღერდა, რაც რუსული ავიასანქციების შედეგად დაზარალებული ტურისტული სექტორის, მით უფრო, საოჯახო სასტუმროების მხარდასაჭერად დაიგეგმა.

გარდა სასტუმრო ინდუსტრიისა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის პრიორიტეტული მიმართულებებია წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრენინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიები და დამუშავების მიმართულება. აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით პროექტი ხორციელდება კვლავ ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა და ბათუმისა. დანარჩენი მიმართულებები კი მთელ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 2 მლნ ლარის მოცულობის სესხის აღება. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე.

ჟურნალი Entrepreneur სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მეწარმის მიერ სქემაში ჩართვისთვის საჭიროა, მეწარმემ მიმართოს პრიექტში ჩართულ ნებისმიერ ბანკს (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ) საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებაზე. მიმართვის შემდეგ, სესხის შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ, ხოლო მეწარმის პორტფელის შესაბამისობის დადგენა სქემით განსაზღვრულ პირობებთან სააგენტოს მიერ. დასტურის შემთხვევაში, სახელმწიფო მეწარმეს უზრუნველყოფის 70%-ის გარანტორად ჩაუდგება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მცირე და საშუალეო მეწარმისთვის.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სქემაში შემდეგი 12 მსხვილი ბანკი ჩაერთო: „თიბისი", „საქართველოს ბანკი", „ქართუ", „პროკრედიტი", „ვითიბი", „იშ ბანკი", „ლიბერთი", „პაშა ბანკი", „ტერა ბანკი", „ფინკა ბანკი", „ხალიკ ბანკი"და „კრედო ბანკი". სწორედ ამ ბანკებთან თანამშრომლობით განხორციელდება აღნიშნული მექანიზმი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება