Ending Soon! Save 33% on All Access

Cargowise - გამოიწერე ნებისმიერი ნივთი ჩინეთიდან და მიიღე ამანათი საქართველოში ყველაზე სწრაფად და უსაფრთხოდ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ონლაინშოპინგზე. დღესდღეობით, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, შინიდან გაუსვლელად შეიძინოს სხვადასხვა ნივთი, ხოლო მეორე მხრივ, ონლაინ საცალო მოვაჭრეებს საშუალება აქვთ, ჰქონდეთ საკუთარი, დამატებითი შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ამანათებისა და გადაზიდვების სერვისი დღითი დღე უმჯობესდება, ამანათების უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირება ხშირ შემთხვევაში დიდ გამოწვევად რჩება.

სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, 2023 წელს კომპანია Cargowise შეიქმნა საკმაოდ ამბიციური მიზნებით და საკუთარი ნიშა დაარსების დღიდანვე მკაფიოდ განესაზღვრა. დამფუძნებლების თქმით, კომპანიის პირველი და მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბაზარზე ონლაინშესყიდვების "გემო" იმ სეგმენტს გაეგო, რომლისთვისაც უცხოური და განსაკუთრებით ჩინური სავაჭრო პლატფორმები მიუწვდომლად მიიჩნეოდა. "არსებობს კატეგორია, რომელმაც შორიდან იცის, რომ რომელიღაც ე.წ. "ვაუ"-პლატფორმებზე შეგიძლია ნებისმიერი ნივთის მოძებნა, ყიდვა და ამავდროულად სჯერათ, რომ თავად ვერასოდეს გახდებიან მათი მომხმარებლები პროცესების არასაკმარისი ცოდნისა და გამოცდილების გამო", − აცხადებენ "კარგოვაიზის" გუნდის წევრები. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია იმ დამატებითი უფასო და ფასიანი სერვისებისა, რომლითაც "კარგოვაიზი" არ არის უბრალოდ საამანათო კომპანია ქართულ ბაზარზე. შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, სწორად შეარჩიოს გამყიდველი, გადაამოწმოს მისი სანდოობა, შეამოწმოს პროდუქტის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს დამატებითი ფასიანი სერვისებით, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ გამყიდველისთვის დაწერილი კლიენტების შეფასებებისა და რეალური ფოტოების ნდობას, არამედ ჩვენი იქაური აგენტების ვიზიტს პროდუქტის მომწოდებლებთან, ხარისხის შემოწმება-დასურათებას, ალტერნატიული მწარმოებლებისა და გამყიდველების მოძიებას და ყველა იმ დამატებით მომსახურებას, რაც საჭიროა კლიენტისთვის შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად.

აჩო წიკლაური, ანა ცქიფურიშვილი და ნანო ცქიფურიშვილი

კომპანიის დამფუძნებლებისთვის მთავარ გამოწვევად მიიჩნეოდა უკვე კარგად განვითარებულ (საამანათო) სფეროში რაიმე განსაკუთრებულის შემოტანა, რასაც უმოკლეს ვადებში დიდი დროითი რესურსებისა და ენერგიის გაღებით მიაღწიეს, თუმცა რომ არა ერთად შეკრებილი და გაერთიანებული მათი ცოდნა და გამოცდილება ყველა იმ სფეროდან, რომელიც ოპერირებისთვის საჭირო და აუცილებელია, მიაჩნიათ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ.

სირთულე, რა თქმა უნდა, ბევრი იყო და დაბრკოლებების წარმოშობისას საქმე ხშირად მოითხოვდა მოქნილობასა და სითამამეს ალტერნატიული გამოსავლების მოძიებასა და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღებაში, რაც რისკ-ფაქტორებს, როგორც წესი, ყოველთვის ზრდის. ამ ეტაპზე, დამფუძნებლებს, გამბედაობასა და სტიმულს სძენთ რეალობა, რომ ხედავენ, ნელ-ნელა როგორ იზრდება მათი სტარტაპი, როგორ იხვეწება პროცესები და იზრდება კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, ეს ყველაფერი კი მათი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგია. გუნდს მიაჩნია, რომ სტარტაპისთვის ყველაზე სარფიანი ინვესტიცია მათი ცოდნა და დათმობილი ენერგიაა.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო განვითარების ხედვასა და მიზნებს, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირებასთან ერთად, გუნდი აქტიურად იმუშავებს ბიზნესის გაფართოებაზე. დამფუძნებლების განმარტებით, Cargowise-ის მიზანია, მოიცვან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი და ინოვაციური მეთოდების დანერგვით მომხმარებლებს კომფორტული და მათზე მორგებული სატრანსპორტო სერვისები შესთავაზონ. გუნდში ღრმად სწამთ, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი − "ფაქტობრივად, კლიენტის პულსზე გვიდევს ხელი და ვცდილობთ, მათთან დავრჩეთ კონტაქტზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საჭიროებების გამო".

სამი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი − აჩო წიკლაური, ანა ცქიფურიშვილი და ნანო ცქიფურიშვილი გაერთიანდნენ ერთი კომპანიის ქვეშ, რათა საქმით ეჩვენებინათ ანტრეპრენერის მათეული განმარტება − "ანტრეპრენერი არის განსაკუთრებული ალღოს მქონე ადამიანი, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება