Get All Access for $5/mo

ELVIS - ქართული კომპანია მიტანის ელვისებური სისწრაფით ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გიორგი ყანჩაველი - „ელვის სისწრაფით", დირექტორი

პროექტზე მუშაობა წელიწადია მიმდინარეობს. ჩვენი აზრით, ამ სფეროში გაცილებით უკეთესად და ხარისხიანად არის შესაძლებელი საქმის კეთება, რაც ვფიქრობთ, ჩვენს კომპანიას აუცილებლად გამოუვა. საქმიანობა დეკემბრიდან დავიწყეთ.

პანდემიის პირობებში შექმნილმა შეზღუდვებმა ბევრი რესტორანი აიძულა, სრულად მიწოდების სერვისზე გადასულიყვნენ, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა მიტანის სერვისის ტარიფები და მიწოდების ხარისხი.

რესტორნებისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს საკურიერო სერვისებით გაყიდული პროდუქცია წარმოადგენს. ასეთ დროს კი, საკურიერო კომპანიებზე დგას მთელი სექტორი და არსებითად მნიშვნელოვანია ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა და ერთმანეთის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, სექტორს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება გვერდით დგომა და მათ ჩვენ შეღავათიან პირობებს ვთავაზობთ.

ჩვენი მიზანია რესტორანი და მომხმარებელი ერთმანეთს დავაკავშიროთ, კერძოდ მოვემსახუროთ ელვის სისწრაფით, მივუტანოთ სასურველ ლოკაციაზე ცხელ-ცხელი კერძები.

ყველა ადამიანი, რომელიც აქტიური რეჟიმით ცხოვრობს და დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, „ელვისი" სწორედ მათთვისაა, რადგან ჩვენი დაპირებაა, რომ სასურველ კერძს მომზადებიდან 15 წუთში მივუტანთ.

„ელვისი" მთლიანად ქართული პლატფორმაა და მას გამოცდილი გუნდი ქმნის. მის უკან ერთი მხრივ კომპანია „ლემონდუ" დგას, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის სხვადასხვა წარმატებულ პროდუქტს და საერთაშორისო ბაზარზეც გააქვს. მათ შორისაა TKT.GE, SS.GE, Moitane, მობილური თამაშები, აპლიკაციები და ა.შ. მეორე მხრივ კი, საქართველოში წამყვანი ციფრული სააგენტო „კრაკენი", რომლის პორტფელშიც არაერთ საერთაშორისო კონკურსის ოქროს პრიზსა და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბრენდს შეხვდებით.


კომპანია „ელვისის" ტექნიკურ ჯგუფში და ოფისში ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება კურიერების რაოდენობას, მათი რიცხვი მუდმივად იცვლება, ზოგიერთ მათგანთან წინასწარი კონტრაქტებია გაფორმებული, ზოგთან კი დატვირთულობიდან გამომდინარე ხდება თანამშრომლობა. უახლოესი ერთი თვე პრომოს პირობებში, „ელვისი" მომხმარებელს მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს, ვინაიდან პლატფორმის ტესტირება ხდება, ხოლო შემდეგ მიტანის საფასური მომხმარებელთა აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.

როცა „ელვისზე"ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მოქნილ აპლიკაციას, ძლიერ IT-პლატფორმას და გამოცდილ გუნდს, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის.

„ელვისი" ამ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქში ოპერირებს, თუმცა ბათუმში და ქუთაისში იგეგმება შესვლა. სამომავლოდ კი დიდი გეგმები და მიზნებია დასახული და ბრენდს უცხოური ბაზარიც აუცილებლად იხილავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!