Ending Soon! Save 33% on All Access

Facebook-ი სრულად ქარისა და მზის ენერგიაზე მუშაობს "განახლებადი ენერგიის ათვისება და ალტერნატიული წყაროების ძიება არის ინვესტიცია, პირდაპირი და ირიბი გაგებით, ნათელი მომავლის მშენებლობაში."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

იმის ფონზე, რომ დედამიწის სასარგებლო წიაღისეულის მარაგები წლიდან წლამდე იწურება და პლანეტის ეკოლოგია სერიოზული რისკის წინაშე დგას, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარება რჩება. ქარისა და მზის ენერგია ის რესურსებია, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ ნაკლები დაბინძურების მაჩვენებლითა და ბიუჯეტით, ტრადიციული თბო, ჰიდრო და ატომური სადგურები ჩავანაცვლოთ. არაერთი ავტორიტეტული სამეცნიერო დასკვნის მიხედვით, 2050 წლისთვის, მხოლოდ მზის ენერგიას აქვს პოტენციალი დედამიწის სრული ელექტრომოხმარების 75% დააკმაყოფილოს. ცხადია, განახლებადი ენერგიის საკითხი ანტრეპრენერთა ყურადღების მიღმაც არ დარჩებოდა.

მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, 15 აპრილს საკუთარი ოფიციალური პროფილის კედელზე განათავსა პოსტი:

„დედამიწის დღის" მოახლოებასთან ერთად, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Facebook-ი თავის საოპერაციო საქმიანობას სრულად განახლებადი ენერგიის საშუალებით აწარმოებს. ჩვენ, ოპერაციების ნულოვანი დაბინძურებით წარმოებას მივაღწიეთ და ამავდროულად, ვართ მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი. Facebook-მა, მსოფლიო მასშტაბით, ქარისა და მზის ენერგიის 63 პროექტში 8 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა და ამით, ათეულობით ათასი სამუშაო ადგილიც შექმნა. მადლობა ჩვენს გუნდსა და პარტნიორებს, რომლებმაც ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს".

განახლებადი ენერგიის ათვისება და ალტერნატიული წყაროების ძიება არის ინვესტიცია, პირდაპირი და ირიბი გაგებით, ნათელი მომავლის მშენებლობაში. წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ შორსმჭვრეტელობა და სწორი პრიორიტეტების დასახვა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია და პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრი დარგი ძირეულ ცვლილებას განიცდის, განახლებადი ენერგიის განვითარება კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყების ტოლფასი იქნება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ