Ending Soon! Save 33% on All Access

მაჩუ პიქჩუ ერთადერთი ტურისტის გამო გაიხსნა ჯესი კატაიამა 7 თვე ელოდა ამ დღეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მაჩუ პიქჩუ - ინკების იმპერიის სამფლობელო, უზარმაზარი ლოდებისგან XV საუკუნეში აგებული ქალაქი, უზარმაზარი გალავნით და ტერასებით არაერთი ადამიანისთვის ყველაზე სასურველ სანახაობას წარმოადგენს და უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

იაპონელი ჯესი კატაიამა ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სამშობლოდან ინკების ქალაქის მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის პერუს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ "ლოქდაუნში" მოექცა, სადაც 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, 12 მარტიდან.

13 ოქტომბერს, სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, პერუს კულტურის სამინისტრომ მისთვის გამონაკლისი დაუშვა და მაჩუ პიქჩუს დათვალიერების საშუალება მისცა.

"ეს საოცრებაა, დიდი მადლობა" - ეს იყო იაპონელი ტურისტის რეაქცია, რომელიც მაჩუ პიქჩუს მთის წვერზე ჩაწერილ ვიდეოში მთელ მსოფლიოს გაუზიარა .

კატაიამას მალე პერუს დატოვების უფლებაც მიეცემა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს