Ending Soon! Save 33% on All Access

მარკ ზაქერბერგი Facebook-ის თანამშრომლის მამხილებელ განცხადებებს ''ღრმად არალოგიკურს'' უწოდებს

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სრულიად უსაფუძვლოა კომპანიის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხი მთლიანად უგულებელყოფილია.

მარკ ზაქერბერგმა დუმილი დაარღვია და კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენის ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვით, კომპანია Facebook და Instagram მომხმარებლების უსაფრთხოებაზე მაღლა მოგებას აყენებს. კერძოდ, მან ვრცელ Facebook-პოსტში დაწერა: „ამ ბრალდებების საფუძველი, იდეაა იმის შესახებ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი მოგებაა", − წერს ზაქერბერგი, − „ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს... ღრმად ალოგიკურია არგუმენტი, რომ მოგების მიზნით, ჩვენ განზრახ ვუკეთებთ პოპულარიზაციას ინფორმაციას, რომელიც ადამიანებს აღიზიანებთ. ჩვენ რეკლამებით ვიღებთ ფულს და რეკლამის დამკვეთები კი გამუდმებით გვიმეორებენ, რომ არ სურთ მათი რეკლამები საზიანო ან გამაღიზიანებელი ინფორმაციის გვერდით იხილონ".

ზაქერბერგი თავის პოსტში ასევე ამბობს, რომ „მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობები ახალი ამბების კედელზე გადადის" და ეს არის მტკიცებულება, რომ კომპანიისთვის მოგებაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, ცვლილებამ, რომელიც მომხმარებელს მეგობრებისა და ოჯახის ინფორმაციის სასარგებლოდ ნაკლებ ვირუსულ ვიდეოებს სთავაზობს, გამოიწვია ის, რომ მომხმარებლები ნაკლებ დროს ატარებდნენ პლატფორმაზე. მიუხედავად ამისა, ეს ცვლილება მაინც განხორციელდა, რადგან „კვლევამ უჩვენა, რომ ეს ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვით იყო გამართლებული".

ხსენებული ჰაუგენი, Facebook-ის პროდუქციის მიმართულების ყოფილი მენეჯერი, ემოციური სიტყვით გამოვიდა სენატის კომერციის კომიტეტის მომხმარებელთა დაცვის ქვეკომიტეტის წევრების წინაშე და განაცხადა, რომ „Facebook-ის პროდუქტები ზიანს აყენებს ბავშვებს, იწვევს განხეთქილებას და ასუსტებს ჩვენს დემოკრატიას". მისი მტკიცებით, ზაქერბერგმა და კომპანიის ლიდერებმა იციან, „თუ როგორ უნდა გახადონ Facebook და Instagram გაცილებით უსაფრთხო", მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერი გაუკეთებიათ, „იმიტომ, რომ თავიანთი ასტრონომიული მოგება ადამიანებზე მაღლა დააყენეს".

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება