Ending Soon! Save 33% on All Access

''მეამა ქოლექთი ზღვაზე'' Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასულ ზაფხულს ბათუმის სანაპიროზე გამორჩეული ფორმის ორი ობიექტი გამოჩნდა, რომელიც თითოეული გამვლელის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ეს მრგვალი, თეთრი ობიექტები არის მეამა ქოლექთი ზღვაზე, რომელიც მალევე იქცა დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავლების არომატულ წერტილად.

ამ სეზონზე კი მეამა ქოლექთი ზღვაზე საერთაშორისო კონკურსის The Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია. სეზონურმა ობიექტებმა, რომელიც ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ორ ლოკაციაზეა განთავსებული, Pop Up და დროებითი ნაგებობების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, როგორც ჟიურის, ასევე საჯაროდ სოც.ქსელების მომხმარებლების მიერ ხმის მიცემის შედეგად. არქიტექტურა და დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელიც მეამას ორიგინალურ ნაგებობებს ბრენდის დაარსების დღიდან ქმნის.

მრგვალი ფორმის კონსტრუქციას, რომელიც 100კვ.მ ფართობზეა განთავსებული, განსაკუთრებულ ვიზუალს ფარდებით შექმნილი სახურავი მატებს. მეამა ქოლექთის სანაპიროს ობიექტი დასამახსოვრებელი ვიზუალით გამოირჩევა, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში. მისი თბილი განათება ბუნებრივად ერწყმის ზღვის სანაპიროს და საბოლოოდ ერთგვარ ეიფორიულ განწყობას ქმნის. მეამა ქოლექთი ზღვაზე სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროსთან ერთად, რა თქმა უნდა ყავისა და ჩაის არომატული კოქტეილებითაც მასპინძლობს და მთელი სეზონის განმავლობაში ქმნის განსაკუთრებულ საზაფხულო ემოციებსა და არომატებს.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანია, როგორც მეამა ქოლექთისთვის, ასევე მეამასთვის, რომლის სათავო ოფისმა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატებები.

მეამა ქოლექთი ზღვაზე ბათუმში ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა