Get All Access for $5/mo

Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.

2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრები Miami Ad School-ში.

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ განათლების მხარდამჭერი პროექტებიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 2020 წელს პირველი სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, რომელიც ბერლინში Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. სრული ინფორმაცია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!