Ending Soon! Save 33% on All Access

საერთაშორისო პრე-აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები BTU-ში დემო დღის გამარჯვებულები ცნობილია!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და EFSE-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა. დემო დღის გამარჯვებულები DineSpace და Sensor.ge გახდნენ. გამარჯვებული სტარტაპები ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. მათ გადაეცემათ 10 000 ლარი პროდუქტის განვითარებისთვის და ისარგებლებენ შემდგომი მხარდაჭერით BTU-ს მხრიდან.

DineSpace - პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს რესტორნებს და მომხმარებლებს, რათა გააადვილოს და უფრო ეფექტური გახადოს ყოველდღიური კვება.

Sensor.ge - უკონტაქტო ღილაკების ელექტრომოწყობილობაა, საჯარო მოხმარების ყველა ტიპის სივრცისთვის.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სპეციალური პრიზი, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფმა ორმა სტარტაპმა აიღო. სპეციალური პრიზის მფლობელი სტარტაპები, სამომხმარებლო ბაზის ზრდისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიიღებენ მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერას, ფინანსების, მარკეტინგის, იურიდიული და სხვა მიმართულებით.

Areal - ტურისტული პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის გიდებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან საკუთარი პროდუქტები.

NuSaGi - კალორიების გამომთვლელი პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც კვების ობიექტებს და მომხმარებლებს აკავშირებს ერთმანეთთან.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობას 25 ტექნოლოგიური სტარტაპი იღებდა, რომელთა შერჩევაც წინასწარი აპლიკაციების საფუძველზე მოხდა.

პრე-აქსელერატორის ფარგლებში ჩატარდა: 3 კვირიანი ინტენსიური ვორქშოფების სერია; 2 დღიანი ჰაკათონი - Save The Children-თან პარტნიორობით და დემო დღე მოწვეული ჟიურის წინაშე.

პრე-აქსელერატორის განმავლობაში, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება:

ჩაენიშნათ ინდივიდუალური კონსულტაციები მენტორებთან, ემუშავათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამუშაო სივრცეში, დაემყარებინათ საინტერესო კონტაქტები, მონაწილეობა მიეღოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ტრენინგებში.

პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ახალი, დამხმარე ტექნოლოგიური რესურსების (assistive technologies) შექმნა იყო.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი EduGuyz, რომელიც სპეციალურად შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ ჯილდოს სახით 3000 ლარი გადაეცათ.

EduGuyz-მა შექმნა აპლიკაციის პროტოტიპი, რომელიც კომუნიკაციის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ურთიერთობას უადვილებს. მომხმარებელი ილუსტრირებული სიტყვების მეშვეობით აწყობს წინადადებებს, რომელიც ხმოვანდება. ხელოვნური ინტელექტი კი, კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამარტივებს აპლიკაციის მოხმარებას და საგრძნობლად ამცირებს სიტყვის მოძიების დროს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა