Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველომ Techstars Startup Week-ს კიდევ ერთხელ უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველომ Techstars Startup Week-ს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სტარტაპ კვირეული არის მეწარმეობისა და იმ ადამიანების დღესასწაული, რომლებიც ქმნიან და აყალიბებენ სამეწარმეო ეკოსისტემას საკუთარ ქალაქში.

წლევანდელ სტარტაპ კვირეულზე წარმოდგენილი იყო 280-ზე მეტი Startup Week პროგრამა 40-ზე მეტი ქვეყნიდან და 140-ზე მეტი ქალაქიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 131 ათასზე მეტი ადამიანი.

ტრადიციულად, წელსაც Techstars Startup Week-ის ყავდა ინსპირაციული სპიკერები და გაიმართა სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ, შეუძლია ყველა ცვლილება გამოიწვიოს. სტარტაპ კვირეულმა მონაწილეებს მისცა მრავალი სანეთვორქინგო შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ჩაერთონ და დაუკავშირდნენ თანამოაზრე პირებს, დაესწრონ პრაქტიკულ სემინარებსა და სხვა აქტივობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ სამეწარმეო სულისკვეთებას ჩვენი სტარტაპ საზოგადოებისთვის შესაბამის თემებზე.

ათეულობით ღონისძიებით, სხვადასხვა ცერემონიით, ძირითადი მომხსენებლებით, პიტჩ-შეჯიბრებებით, ნეთფორქინგით და დახურვის წვეულებით, Startup Week არის ადგილი, სადაც ყოველწლიურად ერთიანდება სტარტაპ საზოგადეობა", - განაცხადა კვირეულის თანაორგანიზატორმა გური ქოიავამ.

სტარტაპ ბიუროს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, საქართველოში, უკვე მეორედ, Techstars-ის სტარტაპ კვირეული ასე შეჯამდა: 5 დღე, 25+ ღონისძიება, 35+ პარტნიორი, 3000+ მონაწილე!

კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო თემატიკა გამოიკვეთა, მათ შორის: პროგრამირება, დიზაინი და რობოტიკა, NFT, როგორ ვაკეთოთ სტარტაპი სახლიდან გაუსვლელად, დილის საუბრები ანგელოზ ინვესტორთან, როგორ გავხადოთ ზუგდიდი ჭკვიანი ქალაქი, საქართველოს ტექ-სტარტაპ ეკოსისტემის რუკის პრეზენტაცია და სხვა.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყო და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემდა. სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრიუ ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ:

Startup Büro • სტარტაპ ბიურო / GITA • Tech Park / ტექნოპარკი ბათუმი/ ტექნოპარკი ზუგდიდი / გურჯაანის ტექნოპარკი / ახმეტის ინოვაციების ცენტრი / რუხის ინოვაციების ცენტრი / Axel • Georgian Business Angel Network • აქსელი / Kedari Ventures • დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი / Fuckup Nights Tbilisi / Spark • სპარკი / UG Startup Factory / Impact Hub Tbilisi / მედიალაბი • Medialab / BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი / Google Developer Student Club – BTU / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University / Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი / Zoomout • ზუმაუთი / ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ • GAU Georgian American University / საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia Google Developers Group (GDG) Tbilisi / სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia / ლურჯი ოკეანე • Blue Ocean / Terminal • ტერმინალი / 63bits • Software Development / საქართველოს ბანკი • Bank of Georgia / Fennec Tech Studio / MVP.GE • Startups and Tech / Entrepreneur Georgia / Forbes Georgia / Imitom.ge / ღია სივრცე/Open Space

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება