Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4" ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას აქვს 400 კვ.მ კომერციული ფართი. კორპუსის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 1.74 მლნ დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს სთავაზობს კეთილმოწყობილ ეზოსა და საბავშვო მოედანს, მიწისქვეშა ავდოსადგომს. 14 სართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. გრადა 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. ასევე, კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 80 ადამიანი. ვფიქრობთ, ბანკისა და გრადას თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა",- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია გრადა მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ტექნოლოგიური ტრენდები

რატომ არის Google Workspace აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace?!

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ