Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკისა" და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა.

თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდნენ.

გარდა ამისა, უცხოელი გამომცემლები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ, ხოლო ფესტივალის დამსწრეები „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის ქართული ლიტერატურის კვირეული და ათენის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა დაიგეგმა. ასევე, საქართველომ თესალონიკის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის სტატუსის შემოთავაზება მიიღო.

ქართველი მწერლებისა და სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, გვადალახარას წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის შეხვედრა გაიმართა. დამსწრეები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ. ამასთან, შეხვედრებზე როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება