Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. საქართველოს ბანკის ჩართულობით, 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, საჯარო მეტყველების რიგით მეთერთმეტე კონკურსი ჩატარდა. პროექტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის" (ESU) მიერ ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში 8 ფინალისტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი მარიამ ჯვარშეიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილი - ლუკა ნატრიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი - ნუცა ბეჟაშვილმა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე ფინალურ ეტაპზე საქართველოს ლონდონში ონლაინ წარადგენს. წლევანდელი კონკურსის თემა იყო " Real choices are made without us realising it" (ჭეშმარიტი არჩევანი ჩვენდა უნებურად მიიღება )

„განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი უკვე მე-11-ე წელია უჭერს მხარს. პროექტის მიზანს ინგლისური ენის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის გამარჯვებულს, რომელიც საქართველოს ლონდონში წარადგენს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს განათლების მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს სტიმული და წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე ",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

The English Speaking Union საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი ლონდონში, 1918 წელს დაარსდა. ESU-ს მთავარი მიზანია ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთ გაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით. საქართველოში პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის. მონაწილეთა რიცხვმა კი დღესდღეობით მილიონამდე მიაღწია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება