Ending Soon! Save 33% on All Access

სოციალურ საწარმოთა ბაზრობა ორბელიანზე სააღდგომო ბაზრობაზე მონაწილეობას სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი 17 საწარმო მიიღებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კვირას, 25 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე ორბელიანის მოედანზე სადღესასწაულო განწყობის შექმნას საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები გვპირდებიან.

სააღდგომო ბაზრობაზე მონაწილეობას მიიღებს სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი 17 საწარმო. სტუმრებს კი, საშუალება ექნებათ, შეიძინონ სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და ხის სათამაშოები. წარმოდგენილ პროდუქციას მომხმარებლისთვის გამორჩეულს ხდის მისი ხარისხი, რადგან შექმნილია ხელით და ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის შეძენით მომხმარებელი ყიდულობს არამხოლოდ საჩუქარს, არამედ იგი მონაწილე ხდება დადებითი სოციალური შედეგების.

პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა და სოციალურ საწარმოებსაც სრულიად განსხვავებულ სამუშაო პირობებთან მოუხდათ ადაპტირება. სააღდგომო ბაზრობა მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების ეკონომიკურ გაძლიერებას, პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობასა და კონცეფციის პოპულარიზაციას საქართველოში.

ბაზრობის მონაწილე სოციალური საწარმოები არიან:

ბაბალე, დადარი, ეთნოდიზაინი, თემი, იალონი, ისტორიალი, კაფუნე, არაბული არტ-ჰაუსი, ნუკრიანის სახელოსნოები, პოტერია, სამეზობლო, იკორთა, კოდალა, ჩირიგე, ჩუ, 7R, ფარშევანგი.

რას გულისხმობს სოციალური მეწარმეობა?

სოციალური საწარმოები წარმოადგენენ ისეთ საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სოციალურ პრობლემას სამეწარმეო მიდგომებით აგვარებენ. სოციალური მეწარმეობა შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც ბიზნესის „ახლებური გზით" კეთებას გულისხმობს. კლასიკური გაგებით ბიზნესისგან სოციალურ საწარმოს სწორედ მისი სოციალური ბუნება განასხვავებს - ის იქმნება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და მოგებაც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიემართება.

ბაზრობის ორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „ქარავანი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ