Ending Soon! Save 33% on All Access

Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული უკრაინული სტარტაპი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - "Startup World Cup"-ის რეგიონალური ღონისძიება - „Black Sea and Beyond Regional Competition" გაიმართა, რომელსაც Startup Connect, GITA - თან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან" ერთად წარმოადგენს.

ფინალში 7 ქვეყნიდან 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული. შეჯიბრს საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანელობდა, მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა - Phubber-მა დაიკავა, II ადგილი - Izibac რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი - Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის 1,000.000 დოლარის მოსაგებად, მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას, მონაწილეებმა კი წამყვან ინვესტორებთან გასაუბრება ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით შეძლეს.

„Startup World Cup" სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ტექნოლოგიური ტრენდები

რატომ არის Google Workspace აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace?!

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ