Ending Soon! Save 33% on All Access

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Erasmus+ დღეები აღინიშნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 13, 14, 15 ოქტომბერს Erasmus+ დღეები აღინიშნა. უნივერსიტეტი პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი,იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, ხორვატია, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი და ა.შ) უნივერსიტეტთან.

საბაუნიში ერასმუსის დღეების აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და ინტერაქციული სივრცე, ფოტოგამოფენა, სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" შთაგონებით მოეწყო.

საინფორმაციო შეხვედრაზე საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, შორენა პარუნაშვილმა, სტუდენტებს Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ Erasmus+ და Solidarity Corp-ის მოკლევადიანი, მოხალისეობრივი, ახალგაზრდული პროგრამების შესახებაც შეეტყოთ.

"Erasmus+ მუდმივად მზარდი პროგრამაა, შესაბამისად, საბაუნი აგრძელებს ახალი პროექტებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების სიის გამრავალფეროვნებას, რათა ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული უნივერსიტეტების შერჩევისა და უცხოური განათლების მიღებისა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საბაუნიში Erasmus+ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება" - შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.

შეხვედრის ფარგლებში, ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილე საბაუნის სტუდენტებმა საერთაშორისო გამოცდილება და შთაბეჭდილებები პროგრამით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებს გაუზიარეს.

"ყველაზე საინტერესო 6 თვე გავატარე ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. Erasmus+ პროგრამის დახმარებით შევიძინე საუკეთესო მეგობრები და გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. ეს იყო ემოციებით სავსე, საინტერესო 6 თვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამ მობილობის წყალობით ყველაზე მეტად გავიუმჯობესე გუნდური მუშაობისა და ორგანიზების უნარები" - ოთარ ქიმერიძე, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.

"ძალიან გამიმართლა, რომ Erasmus+ გრანტის მფლობელი გავხდი და ერთი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში გავატარე. ეს შესაძლებლობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამოვცადე თუ რას ნიშნავს ევროპული სტუდენტური ცხოვრება, გავხდი დამოუკიდებელი და უფრო მეტად თავისუფალი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე, დროის მენეჯმენტია. ჩემი ჩეხეთში ყოფნის პერიოდი იყო თავგადასავლებით სავსე. შევიძინე მეგობრები, დავაგროვე უამრავი სასიამოვნო მოგონება და, რაც მთავარია, გავიუმჯობესე პიროვნული და პროფესიული უნარები" - ნანა ფაილოძე, საბაუნის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

#Erasmusdays არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს Erasmus + პროგრამების ცნობადობის ამაღლებას. Erasmus+ დღეები ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის შუა რიცხვებში და მასში მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ასობით უნივერსიტეტი იღებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა