Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ახალი თაობისთვის თიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია სხვადასხვა მიმართულებით. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინიციატივა, პროექტი და კამპანია განახორციელა ახალი თაობის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, შეუქმნა წვდომა ფინანსურ სერვისებზე და შესთავაზა ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები.

„თიბისი ახალი თაობისთვის" გააერთიანებს და მხარს დაუჭერს ათეულობით პროექტს და ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდები იგრძნობენ თიბისის გვერდში დგომას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (სტიპენდიატების პროგრამა, თიბისის აკადემიები) ტექნოლოგიები და ინოვაციები (IT აკადემია), ახალი ბიზნესის წამოწყება და ხელშეწყობა (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება) ლიტერატურა (საბა), კულტურა და ხელოვნება (მუზეუმების პარტნიორი), სპორტი (ურბანული სპორტი, რაგბი), ქველმოქმედება, მენტალური კეთილდღეობა და სხვა. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობების და ESG პროექტები თანაბრად შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონებზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა.

„მომავალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის დაპირებაა მომდევნო ათლწეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალ თაობას გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და მოტივაცია მივცეთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, რეალობად აქციონ ინოვაციური იდეები და მიაღწიონ მწვერვალებს თავიანთი ინტერესების სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ წარმატებულ, შემდგარ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, რომლებმაც იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მომხმარებელია. აქ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები და მათი საჭიროებებია. თიბისის გუნდი ერთიანდება ახალი თაობის გასაძლიერებლად, მათი ცხოვრების გასამარტივებლად, სტიმულის მისაცემად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ