Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით.

აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა.

ახლა სასურველი კურსით კონვერტაციას მომხმარებლები სულ რამდენიმე წუთში, დამოუკიდებლად შეძლებენ. მათ არ მოუწევთ კონვერტაციისთვის ფილიალში მისვლა ან ლოდინი ინტერნეტ ბანკში სასურველი კურსის მისაღებად, რადგან ყველა იურიდიულ პირს ბიზნეს ინეტრნეტ ბანკში ჩაუშენდება თიბისის ბანკის ბლუმბერგის გაცვლითი კურსების საკურსო ბადეები, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდება კონვერტაციის პროცესი და მომხმარებლებს არ მოუწევთ ბანკის გარეთ თანხის დაკონვერტირებაზე ფიქრი. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისით სარგებლობა მობაილ აპშიც იქნება შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა