Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

29 ივნისს, თიბისი ბიზნესისა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ორგანიზებით სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან. ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება იყო.

კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროს წარმატებული ადამიანები. კურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი და ლაშა ყანჩაველი, ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან.

„ძალიან სასიხარულოა, რომ თიბისის სტარტაპერმა გაუსთან ერთად უკვე მეორედ, წარმატებით ჩაატარა ეს კურსი. კურსის მიზანი იყო, რომ სტუდენტებთვის ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნა მიგვეცა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ველოდებით მათ ამჯერად უკვე თიბისიში," - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი

სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი