Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი გაეცანით თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, განაგრძობს სხვადასხვა საინტერესო კულტურული, სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

გიზიარებთ თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს:

ვახო ხეთაგურის გამოფენა მთის მიღმა

"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, 7 მაისიდან, ფოტოგრაფი ვახო ხეთაგურის გამოფენას "მთის მიღმა 2015" უმასპინძლებს.

სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი

"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში, 10 მაისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეორე სართულზე, სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი გაიხსნება. ექსპოზიცია სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

"თვითლიდერობა კრიზისის დროს" - შეხვედრა Coaching Lab-თან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეოთხე სართულზე, 7 მაისს, გაიმართება შეხვედრა ირინა ჭოჭუასა და ეკატერინე ბაბუნაშვილთან ერთად თემაზე - „თვით-ლიდერობა კრიზისის დროს". ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შექმნიან საკუთარი თვით-ლიდერობის რუკას, რომელსაც გამოიყენებენ კრიზისულ პერიოდში ნავიგაციისთვის.

სამუშაო თემები:

• რა არის თვით-ლიდერობა;

• თვით-ლიდერობის მოდელი;

• ძირითადი კომპეტენციები და უნარები;

• თვით-ლიდერობის რუკა;

• სასურველი გამოცდილების შექმნა;

დასაწყისი: 14:00 სთ, ხანგრძლივობა: 3 სთ

They Said Books-ის წიგნის მინი ბაზრობა

13 მაისს თიბისი კონცეპტის და They Said Book-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართება შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან - დიანა ანფიმიადთან, ქეთი დევდარიანთან და რეზი ხუნწელთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში, ნინო დარასელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს ბევრ საინტერესო წიგნს პოეზიის, პროზისა და მუსიკის სფეროებიდან.

14 და 15 მაისს They Said Books წიგნის მინი ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას თანხის 10%-ს უკან დაიბრუნებენ.

წიგნის კლუბი" ბიბლიოთეკაში

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ წიგნის კლუბის ახალ სერიას - ქალთა იდენტობა ლიტერატურაში.

7 მაისი, 14:00 - ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს

11 მაისი, 19:00 - ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე

14 მაისი, 14:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და რახელ გრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა

18 მაისი, 19:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით მაჭავარიანი: გრაფიკული რომანის მზეთუნახავები

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ