Ending Soon! Save 33% on All Access

ჟურნალი Entrepreneur ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციისთვის საქართველოს რეგიონებში აქცია "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ჟურნალი Entrepreneur იწყებს ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციის გატანას საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ვაცხადებთ აქციას „1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა", რომელიც გულისხმობს ჟურნალების მიწოდებას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის.

Entrepreneur-ის ერთგულ მკითხველს და პოტენციურ ხელმომწერს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ამ ეროვნულ საქმეში, რაც რეგიონებში არსებულ სოფლის ბიბლიოთეკებს ბიზნესლიტერატურით გამდიდრებაში დაეხმარება.

აქცია „1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"

ჟურნალი Entrepreneur აქციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ხელმომწერის მიერ ჟურნალის 1-წლიანი ხელმოწერის შემთხვევაში, ავტომატურად მოხდება მეორე ხელმოწერის რეგისტრაცია სოფლის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ჟურნალის ახალ გამოცემებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.

როგროც საბიბლიოთეკო ასოციაციამ განაცხადა, ეს იქნება ერთადერთი თანამედროვე, ინსპირაციული და საგანმანათლებლო ბინზეს რესურსი ახალგაზრდებისთვის რეგიონებში.

ხელმოწერების ზრდის პროპორციულად, გაიზრდება ბენეფიციარი ბიბლიოთეკების დაფარვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელმომწერს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს ბენეფიციარი ბიბლიოთეკა (შესაძლოა საკუთარ სოფელში), ან ჩვენ მოგვანდოს არჩევანი. უპირველესად, შეირჩევიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკებს და მაღალმთიანი სოფლის ბიბლიოთეკებს. საბოლოოდ, ჩვენი ამბიციური გეგმა მოიცავს ჟურნალი Entrepreneur-ის ყველა ბიბლიოთეკაში მოხვედრას, მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქციაში თითოელი თქვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეოგვიერთდი, ჩვენს შენ გვჭირდები!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ