Ending Soon! Save 33% on All Access

Stack - ქართული სტარტაპის გლობალური თავგადასავალი საქართველოს სავიზიტო ბარათი ინტერნეტაპლიკაციების გლობალურ რუკაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Stack

Stack ქართული სტარტაპია, რომელიც ალტერნატიულ ინტერნეტბრაუზერს ქმნის. აპლიკაციას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ინტერნეტაპლიკაციების გლობალურ რუკაზე საქართველოს სავიზიტო ბარათიც კი უწოდეს. სულ ახლახან, სტარტაპი ავსტრიულმა აქსელერატორმა − 360 LAB Accelerator, 930 სტარტაპიდან 5 საუკეთესოს შორის შეარჩია, რაც საწყისი კაპიტალისა და სტრატეგიული პარტნიორების ძიების სამთვიანი, რთული პროცესის ლოგიკური შედეგი იყო. აქსელერაციის პროგრამაში ჩართვით, სტარტაპმა მილიონიანი ინვესტიცია მიიღო, რითაც განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. გაიცანით Stack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი, რომელიც ჟურნალ Entrepreneur-ის მკითხველს ღიად უზიარებს საკუთარ სტარტაპულ გამოცდილებას.

Stack ინტერნეტბრაუზერის ალტერნატივაა. უფრო კონკრეტულად, ვებაპლიკაციების გამშვები პროგრამა, რომელიც ინტერნეტთან უფრო ეფექტური ურთიერთობის საშუალებას იძლევა, ვიდრე სტანდარტული ბრაუზერები. Stack-ის თვისებები, რომლებსაც ყველაზე დიდი ფასეულობა მოაქვს მომხმარებლისთვის, არის სამუშაო გარემოს საკუთარ გემოზე მოწყობის საშუალება, რის შემდეგაც მომხმარებელს აღარ უწევს აპლიკაციების გახსნა და დახურვა, ყველა აპლიკაციის შეტყობინებას იღებს ერთ სივრცეში და ამით ბევრად ორგანიზებული და ნაყოფიერი ხდება.

წაიკითხეთ სტატია ვრცლად Entrepreneur-ის სექტემბრის ნომერში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს