ქართული კომპანიების ფინანსური შედეგები ერთ სივრცეში უკვე შესაძლებელია კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები შეადარონ კონკურენტებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
![](https://assets.entrepreneur.com/content/3x2/2000/1607587849-Entrepreneurimage-safe-zone-check.jpg)
Bihub.ge პირველი ქართული ანალიტიკური პლატფორმაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა და ანალიტიკა. ინტერაქტიული "დეშბორდები" საგრძნობლად ამარტივებს სექტორის, საქმიანობისა და კომპანიების ფინანსური შედეგების შედარებასა და ანალიზს.
25000-ზე მეტი კომპანია, გადანაწილებული სექტორის, ინდუსტრიისა თუ საქმიანობის მიხედვით და 3000-ზე მეტი I-III კატეგორიის კომპანიის ფინანსური ანგარიშგება საკმარისია იმისთვის, რომ სულ რამდენიმე კლიკით გაიგოთ კონკრეტული კომპანიების ფინანსური საქმიანობის შედგები და/ან სექტორისა და ინდუსტრიის benchmark-ები.
რაც ყველაზე მთავარია, უკვე შესაძლებელია კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები შეადარონ კონკურენტებს. ძალიან მარტივად, ირჩევთ საკუთარ კომპანიას, კონკურენტებს და ადარებთ მათ ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებლის მიხედვით.
გარდა მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების უწყისებისა, კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შედარება შესაძლებელია ისეთი მაჩვენებლების მიხედვითაც, როგორებიცაა:
- შემოსავალები / წმინდა მოგება / სამუშაო კაპიტალი
- აქტივები
- საშ. ხელფასი / Income to Salary / Net Profit to Salary
- Gross Margin / Operational Profit Margin / EBITDA Margin / Net Profit Margin
- ROA / ROE
- Current Ratio
- Debt Ratio და სხვა.
ამ ეტაპისთვის პორტალზე გამოქვეყნებულია 2018 წლის ფინანსური დოკუმენტაცია. 2019 წლის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება 2020 წლის დეკემბერში და უმოკლეს ვადაში დაემატება Bihub.ge-ზე.
ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიტიკის გარდა საიტზე იხილავთ სხვა ინტერაქტიულ დეშბორდებსაც, რომლებიც სხვადასხვა ღიაწყაროებში არსებულ სტატისტიკურ მონაცემების ანალიტიკას გთავაზობთ, ესენია: Covid19 მსოფლიოში, იმპორტ-ექსპორტი, სახელმწიფო შესყიდვები, საქართველოს ავტოპარკი, ტელე-რადიო მაუწყებელობა, კომუნიკაციების კომპანიები და დაზღვევის სექტორის ანალიტიკა.
პლატფორმა შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რაც მონაცემების მარტივად დამუშავებას და დამოუკიდებელ ანალიტიკას უზრუნველყოფს. NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.