Get All Access for $5/mo

გურული ჩაი ''გამარჯობა'' გაჩერებას არ აპირებს მალე ბაზარზე პრემიუმკლასის ახალი ჩაი გამოჩნდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Covid 19-ის მიერ გამოწვეული არაერთი სირთულის მიუხედავად, „ჩაი გურიიდან 3" დამფუძნებლები და გუნდი გაჩერებას არ აპირებენ და ამ რთულ სიტუაციაშიც ახალი, პრემიუმკლასის ჩაის ბაზარზე წარდგენისთვის ემზადებიან. ჩაი „გამარჯობა" შემოდგომის დადგომისთანავე გამოჩნდება მაღაზიების დახლებზე და ჩაის მოყვარულებს ახალი გემოს ბუკეტს შესთავაზებს.

„სიტყვა ,,გამარჯობამ" უკვე ინტერნაციონალური დატვირთვა მიიღო. ვიმედოვნებთ, ამ ახალ ბრენდს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანაში დავამკვიდრებთ. ამის თქმის საფუძველს ჩეხეთიდან მიღებული შეტყობინება გვაძლევს, რომლის თანახმად, დეკემბერში დადებული ხელშეკრულება კვლავ ძალაშია და მასზე მოთხოვნა დიდი ალბათობით კიდევ გაიზრდება", − განაცხადა Entrepreneur-თან საუბრისა კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ლომთათიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად, ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ამის სტიმულს კი ის მაღალი გაყიდვებისა და ინტერესის მაჩვენებელი აძლევთ, რომელიც მათმა ჩაიმ არაერთგზის უკვე დაიმსახურა ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლების მხრიდან.

„ჩვენი აზრით, დადგა დრო, რომ ეროვნულმა პროდუქტმა დიდი სეგმენტი დაიკავოს ადგილობრივ ბაზარზე. მომხმარებელმაც სერიოზულად უნდა შეაფასოს და დააფასოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამზადებული ქართული პროდუქტი. თითოეული გაყიდული კილოგრამი ჩაი, ეს არის მეტი შემოსავალი ეროვნული ბიზნესისთვის და მეტი კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე