Get All Access for $5/mo

თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

რადიო GIPA ორენოვანი რადიო პლატფორმაა, რომელიც FM სიხშირისა (94.3) და მის ბაზაზე არსებული სხვა ციფრული არხების მეშვეობით, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ქართულ და ინგლისურ ენებზე შემეცნებით, კულტურულ თუ სოციალურ რუბრიკებს აერთიანებს.

თიბისი კონცეპტი, პერსონალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას და Საშუალებას აძლევს მათ დაუთმონ მეტი დრო ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. თიბისი კონცეპტისა და რადიო GIPA-ს ახალი ინიციატივის მიზანიც სწორედ ეს არის - მომხმარებლებსა და მსმენელებს მეტი დრო დარჩეთ ცხოვრების მათთვის საინტერესო შემეცნებითი მიმართულებებისთვის.

შემეცნებითი პოდკასტების სერიები განსხვავებულ თემებს გააერთიანებს. პირველი ნაწილი, თბილისურ ისტორიებს შეეხება. მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქში არსებული ამბების, ლეგენდების, ადათ-წესების, სასიყვარულო ურთიერთობების და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თბილსური ამბების შესახებ, ქალაქის კულტურულ თუ ურბანულ მახასიათებლებზე.

პირველ სერიას - თბილისური ამბები - გაუძღვებიან:

  1. ცირა ელისაშვილი - „თბილისი დეტალებშია"
  2. დათო ტურაშვილი - „თბილისის გერმანული ისტორია"
  3. ზაზა აბაშიძე - „ქართული კინოს ისტორია ერთ სახლში"

პოდკასტები ეთერში გავა 16 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე. რადიო GIPA-ს ეთერში, FM 94.3-ზე და ასევე მის და თიბისი კონცეპტის ონლაინ პლატფორმებზე:

Spotify: https://spoti.fi/3GDpImr

Facebook: bit.ly/Concept-FB

Instagram: https://bit.ly/Concept-IG

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!