Ending Soon! Save 33% on All Access

"თქვენ არ წააგებთ" - ენდრიუ ტეიტს ზაქერბერგთან ბრძოლაში ილონ მასკის გაწვრთნა სურს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მას შემდეგ, რაც ორი მილიარდერი რინგზე ორთაბრძოლის შესახებ შეთანხმდა, ყოფილ პროფესიონალ კიკბოქსერ ენდრიუ ტეიტს ზაქერბერგთან შესარკინებლად ილონ მასკის გაწვრთნა სურს.

"მე გავწვრთნი ილონ მასკს, თქვენ არ წააგებთ", − დაწერა ტეიტმა ხუთშაბათს სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

მსუბუქ წონაში ჩემპიონი, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს მოხალისე გახდა, მას შემდეგ, რაც გასულ წელს "მეტას" სერვისების გამოყენება აეკრძალა.

"მეტამ" ყველგან ამიკრძალა ვაქცინების შესახებ სიმართლის თქმა", − წერს ტეიტი. "მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სამართლიანობა მტრის კლანის ლიდერზე დარტყმით".

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ტეიტის პოსტზე მასკს ჯერ არ უპასუხია.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ მეტა-ს Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელის შექმნა სურს, სახელწოდებით Threads, რომელშიც საკუთარი პირადი ანგარიშის თვალყურის დევნა იქნება შესაძლებელი. მან კი დასძინა, რომ სულმოუთქმელად ელოდება ზაქერბერგის ერთპიროვნულად მასზე კონტროლის ქვეშ ყოფნას. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა კომენტარი, რომ "მეტას" ხელმძღვანელი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ასევე ჯიუ-ჯიცუში ვარჯიშობს, მასკმა ზაქერბერგი ორთაბრძოლაში გამოიწვია.

პოსტს მალევე გამოეხმაურა თავად ზაქერბერგი და სტატუსის "სქრინშოტს" დააწერა, რომ სულმოუთქმელად ელის შეხვედრის ადგილს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოკაცია ლას ვეგასის ოქტაგონი იქნება, თუმცა თარიღი ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა