📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბევრ დასაქმებულს ეშინია, რომ AI მათ ჩაანაცვლებს - როგორ უნდა მოვახდინოთ ადაპტირება ისე, რომ ისინი არ შევაშინოთ

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასაგებია, რომ ადამიანებს ავტომატური ჩანაცვლების საფრთხე აშინებთ, მაგრამ AI-თან ინტეგრაციით სარგებლის მისაღებად მხოლოდ შიშების შემსუბუქება საკმარისი არ არის. სამაგიეროდ, ლიდერების ამოცანაა ნდობის ჩამოყალიბება, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენი მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში უფრო დიდი უპირატესობით დაგვეხმარება. თუ კომპანიებს სურთ, წარმატებით გადალახონ ეს გამოწვევა, უნდა იცოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფ ზრდასა და გაუმჯობესებაში შეუწყობთ ხელს.

ჩვენ გვაქვს მომავალი წლის პროექტების კურირებული სია და ხალხმა მათი პრიორიტიზებისთვის უკვე თავისუფალი დრო გამოყო. მე ვინარჩუნებ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია მივიღოთ AI-ისა და მანქანათმცოდნეობის საშუალებით. თუმცა ეს ერთბაშად არ მოხდება. საჭიროა ეტაპობრივი ინტეგრაცია სამუშაო პროცესებში, რესურსების სტრატეგიული განაწილება და უწყვეტი სწავლის ვალდებულება.

ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისას ჩვენი პირველი მიზანია გავზარდოთ Push შეტყობინებების სისტემა. ყოველდღიურად მილიონით შეტყობინებას ვგზავნით მხოლოდ ერთი ადამიანის დახმარებით, რომელიც მათ დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

მე ვცდილობ ღიაობის შენარჩუნებას. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედებს მათზე ნებისმიერი ცვლილება, რომლებსაც განვიხილავთ. ამიტომ, თუ ნათლად არ გამოვხატავ ჩემს მიზნებს, შესაძლოა მცდარი წარმოდგენები გაჩნდეს. ლიდერებმა მაქსიმალურად ზუსტად უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები. მაგალითად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ პროექტებს, რომლის საშუალებითაც $1-ის დახარჯვით $14-ს გამოვიმუშავებთ და არა ისეთს, რომელშიც $1-ის სანაცვლოდ $3-ს მივიღებთ.

როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ უკანასკნელ დანაზოგს ვრისკავთ, რათა პოზიტიური შედეგები სწრაფად მივიღოთ, უფრო მეტ ინვესტიციას ვიზიდავთ. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და აქედან შექმენით დიდი.

მჯერა, რომ ადამიანებმა ისე უნდა აითვისონ ხელოვნური ინტელექტი, როგორც კომპიუტერი 20 წლის წინ. ლიდერებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ცნობისმოყვარე თანამშრომლების ცნობიერება აამაღლონ ვებინარების, სემინარების, კურსებისა და ინდუსტრიული კონფერენციების საშუალებით. სწორი კომუნიკაციისა და უწყვეტი სწავლის დახმარებით AI არა ადამიანური რესურსების ჩამნაცვლებელი, არამედ მისი შემავსებელი იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი