Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი "ბიზ-ლინკი", რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები.

პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!