Get All Access for $5/mo

ალდაგში ავტოდაზღვევის კამპანია დაიწყო - დააზღვიე და მზად ხარ! მზად იყავი ნებისმიერი თავგადასავლისთვის!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალდაგი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტომობილების დაზღვევის სეზონი დაიწყო. მათ, ვინც ავტოდაზღვევას აგვისტოს ბოლომდე ალდაგში შეიძენს, საჩუქრად მრავალფეროვანი საჩუქრები ელით.

სასაჩუქრე თვეები ალდაგისგან ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც მანქანა ჰყავს და უნდა, რომ მზად იყოს ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდება.

საჩუქრების არჩევანი მრავალფეროვანია, მძღოლს შეუძლია მანქანის მოვლისთვის აუცილებელი საჩუქრები შეარჩიოს ან მოირგოს საჩუქარი თავისი საზაფხულო ან საშემოდგომო გეგმების მიხედვით.

ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ყველა შესაძლო რისკისგან დაიცავს: შეჯახება, ხანძარი, აფეთქება, დაზიანება გაჩერებულ მდგომარეობაში და ა.შ.

ალდაგის ავტოდაზღვევის კამპანია ბრენდის ახალი მისიისა და სლოგანის შთაგონებით შეიქმნა.

ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი:

„წელს განვაახლეთ ჩვენი 31 წლიანი ბრენდი და მის მთავარ დაპირებად სიმშვიდე და ემოციური უსაფრთხოების განცდა ვაქციეთ. გვჯერა, რომ დაზღვეული ადამიანი მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის თუ თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდება, ამიტომ „მზად ხარ" ჩვენი მთავარი გზავნილი გახდა და მას ჩვენს კომუნიკაციაში სულ იხილავთ.

რაც შეეხება ავტოდაზღვევის მიმდინარე კამპანიას, ალდაგში ვიფიქრეთ, რომ მართალია, მძღოლებს სხვადასხვანაირი მიზნები და გეგმები აქვთ ხოლმე, მაგრამ მშვიდად მგზავრობა ყველას უნდა. ზოგი ბავშვთან ერთად აპირებს მოგზაურობას, ზოგს ახალი ავტომობილი ჰყავს და ორმაგად უფრთხილდება, ზოგს მუდმივად საქმეზე ეჩქარება, ზოგი გასართობად მიდის და დამატებითი საზრუნავის თავიდან არიდება უნდა. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ მძღოლები მათთვის აქტუალურ სიტუაციებთან მშვიდად შესახვედრად მოგვემზადებინა. შესაბამისად, წელს ალდაგში, ავტოდაზღვევის კამპანიის ფარგლებში, ყველანაირი მძღოლისთვის გვაქვს შესაფერისი საჩუქარი."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ ბიზნესი?

გიორგი შარაშიძის საავტორო ონლაინ კურსი მათთვის, ვისაც პიროვნული ტრანსფორმაცია, ახალი მიზნების დასახვა და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ცოდნის მიღება სურს

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან