ბილაინის მომხმარებელს უფასოდ, მარტივი კოდის გამოყენებით შეუძლია მომენტალურად მიიღოს სრული ინფორმაცია კომუნალური მომსახურებების სტატუსის შესახებ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
![](https://assets.entrepreneur.com/content/3x2/2000/1594979164-image-safe-zone-check.png)
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრი ბილაინის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ. მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია:
- შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი
- მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი
- შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო
- დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი, ოპერატიულად რეაგირებისთვის
- მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის ჩვენება
- სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი
- შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.
*303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას.