Get All Access for $5/mo

,,გაეცანი" - ევექსის ახალი მარკეტინგული კამპანია გაეშვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

,,გაეცანი" - ამ სახელწოდების კამპანიით ევექსი საზოგადოებაში პრევენციული და პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაზე საუბარს იწყებს. ახალი კამპანია, საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და ჯანმრთელობის დროული შემოწმების ხელშეწყობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია, ის გულისხმობს როგორც დროულ სამედიცინო სერვისების მიღებას, ასევე მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ამ პროცესში კი ოჯახის ექიმის როლი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელია.

,,გაეცანი" პირდაპირ ეხმიანება ევექსის მისიას, რაც არის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამ თემებს შეეხება კამპანია, რომელიც აქტიურად გაიშლება სხვადასხვა მარკეტინგული არხების მეშვეობით, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, გამოყენებული იქნება გარე რეკლამაც. საზოგადოებას კი საშუალება ექნება თვალი ადევნოს ევექსის ქსელში არსებულ სერვისებსა და პროდუქტებს, რომელიც სხვადასხვა სეგმენტებზე ნაწილდება.

კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე ,,ლივინგსტონმა" იმუშავა, რომლის ფარგლებშიც სეგმენტური ვიდეო რგოლები და ფოტოები ეტაპობრივად გავრცელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები