თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
![](https://assets.entrepreneur.com/content/3x2/2000/20200310173057-tbc1.jpeg)
თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.
თიბისის დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:
-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;
- კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
- საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;
- ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
- ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;
- საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
- უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
- სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.