Ending Soon! Save 33% on All Access

გიორგი მაჩაბელი - ქართველი ანტრეპრენერი ამერიკის პარფიუმერიის სათავეებთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

გიორგი მაჩაბელი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ქიმიკოსი იყო, რომელიც ცნობილია "პრინცი მაჩაბელის" ფსევდონიმით და ამერიკის პარფიუმერიის ისტორიაში ამ ინდუსტრიის სათავეებთან მდგარ ანტრეპრენერად მოიაზრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კონექტიკუტის შტატში, დღემდე შეხვდებით ამ ფირმას და მის პროდუქციას, რომელსაც ასევე "პრინცი მაჩაბელის" სახელით და ბრენდის იგივე ატრიბუტიკით აწარმოებენ.

საქართველოდან ემიგრირებული ახალგაზრდის ამერიკული წარმატება 1924 წლიდან იწყება, როდესაც 39 წლის მაჩაბელმა მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე პატარა ანტიკვარული მაღაზია, სახელწოდებით "წითელი და შავი" გახსნა და ამერიკულ ბაზარზე პირველი ნაბიჯები მოსინჯა. ორი წლის შემდეგ კი პარფიუმერული კომპანია, სახელწოდებით Prince Matchabeli Perfume Company დააარსა და პირველ თანამშრომლებად საკუთარი, ასევე ემიგრანტი მეგობრები დაასაქმა. ცნობილია, რომ ამერიკაში მაჩაბელის გუნდი თავაზიანობითა და დახვეწილი საქმიანი ურთიერთობებით გამოირჩეოდა, რამაც კომპანიის სერვისს დიდი აღიარება მოუტანა.

პარფიუმერული ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მაჩაბელი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე იყო და ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.

დაუღალავი შრომითა და ბაზარზე ინოვაციების დამკვიდრებისადმი სწრაფვით, სულ მალე პრინცი მაჩაბელის კომპანია რამდენიმე ათეული მილიონის ბრუნვის მქონე კომპანიად გადაიქცა და ამერიკის იმდროინდელ 5 უმსხვილეს კორპორაციას შორის მოხვდა, სადაც სამუშაოს მისაღებად უამრავი ადამიანი ძალისხმევას არ ზოგავდა. საინტერესოა ფაქტი, რომ ამ დრომდე ამერიკას საკუთარი პარფიუმერული მრეწველობის დარგი განვითარებული არ ჰქონდა და ფრანგული პროდუქციით საზრდოობდა.

კომპანია აქტიურად აწარმოებდა სუნამოებს, რომელიც ორიგინალურ შეფუთვასთან ერთად, უჩვეულო სახელებითაც იქცევდა ყურადღებას. პირველ სუნამოს, სახელწოდებით "საქართველოს დედოფალი", მომდევნო − "პრინცესა ნორინა", "ოქროს შემოდგომა" და მრავალი სხვა გამოშვება მოჰყვა. მუდმივად მდიდრდებოდა პარფიუმერიის ასორტიმენტიც.

ყველაზე დამახასიათებელი ბრენდული ნიშანი კი კომპანიისთვის სამეფო გვირგვინის ფორმის მინის ფლაკონები გახდა, რომელიც ასევე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ანტრეპრენერის, ჯორჯ კობის (კობახიძე) მიერ დაარსებულ მინის საწარმოში მზადდებოდა. ფირმის ფლაკონზე გამოსახულებად დატანილი იყო მაჩაბელთა გვარის გერბი და სამეფო გვირგვინი.

გიორგი მაჩაბელს ფართომასშტაბიანი ამბიციები ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყანასთან აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით, თუმცა მოულოდნელად თავს დატეხილი პნევმონიის გამო, მისი ცხოვრება 46 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება