Ending Soon! Save 33% on All Access

ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-მ პირველი რეგიონული B2B შეხვედრა გამართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას.

შეხვედრის მიმდინარეობისას 10-მა SaaS სტარტაპმა სხვადასხვა ინდუსტრიის 200-მდე წარმომადგენელს ციფრული პროდუქტები და სერვისები, მათი გამოყენების დადებითი მხარეები და ეფექტიანობა გააცნო. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ იმ ციფრული გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მათ საჭიროებებზეა მორგებული და ბიზნესსაქმიანობების განვითარებას ემსახურება. ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან, თეა ლორთქიფანიძესთან ერთად, სტუმრებს სიტყვით ბათუმის ვიცე მერმა, ლევან დავითაძემ და აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემაც მიმართა.

SaaSargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში უწყობს ხელს. პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგია განთავსებული. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ.

"ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, რომ SaaSargeblo.ge-ს შეხვედრების არეალი დედაქალაქს გასცდა და რეგიონული მასშტაბი მიიღო. უკვე გვაქვს მაგალითები, თუ რამდენად სასარგებლო როლი შეასრულა პლატფორმამ ბიზნესების საქმიანობების გაციფრულებაში და ვფიქრობთ, მისი მნიშვნელობა მეტად გაიზრდება. შედეგად, კიდევ უფრო ბევრი კომპანია შეძლებს ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას", - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ SaaSargeblo.ge-ს B2B შეხვედრების დახმარებით, სტარტაპებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესკომპანიებს შორის წარმატებული თანამშრომლობები უკვე შედგა.

პლატფორმა SaaSargeblo.ge ამგვარი ღონისძიებების გამართვას სამომავლოდაც გააგრძელებს.
Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ