Ending Soon! Save 33% on All Access

Utrade - ავტომობილების იმპორტიორი ქართული კომპანია ქართულ და გლობალურ ბაზრებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Utrade ქართული კომპანიაა, რომელიც ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და მალევე ოპერირება გერმანიაშიც დაიწყო. ამჟამად Utrade თბილისში, ლაგუნა ვერეზე 24-ადგილიანი ღია ავტოსადგომითაა წარმოდგენილი. კომპანიის მეორე ფილიალი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც აქტიურად მიმდინარეობს ავტომობილების რეალიზება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Utrade-ს გერმანიიდან ჩამოჰყავს როგორც ჰიბრიდული, ისე საწვავზე მომუშავე ავტომობილები, მათ შორისაა პრემიუმსეგმენტის პროდუქტები − Mercedes, Ferrari და სხვა. რაც შეეხება ელექტროავტომობილებს, მათი ტრანსპორტირება ჩინეთიდან ხდება და ძირითადად ქართულ ბაზარზე იყიდება. ამასთანავე, პროდუქციის მცირე ნაწილი ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებშიც გადის. აღსანიშნავია, რომ Utrade-ის სერვისით სარგებლობისას ავტომობილის ტრანსპორტირებას მხოლოდ გერმანიიდან საქართველოში 25 დღე სჭირდება.

დამატებით, Utrade დაინტერესებულ პირებს საკუთარ ავტოსადგომსა და მანქანის რეალიზაციისთვის საჭირო სრულ სერვისს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია ავტომობილი "იუთრეიდის" სადგომზე გააჩეროს, რომლის დღიური ხილვადობა 200 000-ია. გარდა ამისა, სერვისი მოიცავს დასურათებას და ინფორმაციის სხვადასხვა პლატფორმაზე ატვირთვას. მთლიანობაში ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე არ აქვთ დრო მანქანის რეალიზაციისთვის, Utrade ამ პროცესში მათ ხელი უწყობს.

"ჩვენ მომხმარებლებს ვეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაშისაწვავზე მომუშავე მანქანიდან ვთავაზობთ ელექტრომობილზე გადასვლას. რა დადებითი მახასიათებელი აქვს ელექტრომობილს? პირველესად, ადამიანს თვის განმავლობაში ხარჯი უმცირდებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც", − აღნიშნავს რატი ჯანაშია, Utrade-ის CEO.

როგორია Utrade-ის სამომავლო გეგმები?

2024 წლისთვის კომპანია თბილისსა და გერმანიაში მომხმარებლებს ახალ ფილიალებს წარუდგენს.

ღია ავტოსადგომის გარდა, Utrade-ის შიდა შოუროუმი თბილისში, კრწანისში განთავსდება. 2-სართულიანი ობიექტი მომხმარებლებს არა მხოლოდ უახლოეს კოლექციას შესთავაზებს, არამედ ავტომობილების განთავსების საშუალებასაც მისცემს. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი თანამედროვე დიზაინის და მრავალფეროვანი ელემენტების მქონე სივრცე.

რაც შეეხება გერმანიას, ბერლინში მომდევნო წელს Utrade-ის დიდი შოურუმი გაიხსნება და აქტიურად დაიწყებს ოპერირებას ქართული ბრენდის სახელით. აღსანიშნავია, რომ შენობა, სადაც შოურუმი მოეწყობა, ჯერ კიდევ 1890 წელს აშენდა და 1980 წლამდე მანქანის სახელოსნოდ გამოიყენებოდა. ამჟამად კომპანიის გუნდი სივრცის დიზაინზე მუშაობს − ეს არის ინდუსტრიული ტიპის ნაგებობა, სადაც შენარჩუნებული იქნება შენობის ძველი იერსახე.

ახალი ფილიალების გარდა, კომპანია მომხმარებლებს დამატებით სერვისებსაც ჰპირდება. კერძოდ, იგეგმება Tuning-მიმართულების დამატება, რაც ავტომობილების გაძლიერებას, Tuning-ელემენტების დამატებასა და ფირის გადაკვრას გულისხმობს.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ