Ending Soon! Save 33% on All Access

Women in Tech Global Movement ყოველწლიურ WIT CCA Awards-ს აანონსებს WIT CCA კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით STEAM-ში პირველი დაჯილდოებაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Women in Tech Global Movement (WIT), საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) და აცხადებს WIT CCA-ს (კავკასიისა და ცენტრალური აზია) პირველ დაჯილდოებას.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 2023 წლის 22 სექტემბერს სასტუმრო Marriott Tbilisi-ში გაიმართება.

Women in Tech ცნობილია თავისი მისწრაფებით გააძლიეროს ქალები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, და WIT Caucasus და Central Asia Awards არის ზუსტად ამ მისიის დასტური. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნებიან ქალები, ინიციატივები და ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ანვითარებენ ტექნოლოგიების მომავალს და შთააგონებენ ქალი ინოვატორების მომავალ თაობას.

WIT CCA ჯილდოები აღიარებს გამორჩეულ მიღწევებს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა:

  • Aspiring Teen Award
  • Most Disruptive Award
  • Best Ally Award
  • Most Impactful Initiative Award
  • Woman in Web3 Award
  • Arts Award
  • Start-Up Award
  • Global Leadership Award
  • Lifetime Achievement Award

გამარჯვებულებს თითოეულ კატეგორიაში ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ WIT Global Awards-ის ფინალისტები, რომელიც ჩატარდება დუბაიში 2023 წლის 16 ნოემბერს.

Women in Tech Global Movement (WIT) არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს STEAM-ში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას. WIT აძლიერებს ქალების როლს ტექნოლოგიებში განათლებისა და მათი მიღწევების აღიარების გზით. გენდერული თანასწორობის დაცვა ტექნოლოგიების სფეროში და მომავალი თაობის შთაგონება ორგანიზაციის მთავარი მისიაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი