Ending Soon! Save 33% on All Access

20 წლის ლუკა მუშკუდიანი Meta-ს გუნდს უერთდება პროგრამირება ძალიან შემიყვარდა, განსაკუთრებით ონლაინშეჯიბრებები, რომელშიც ყოველდღიურად ათასობით კაცი მონაწილეობდა და თავისი არსით სპორტის მსგავსი იყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„კომაროველი" ლუკა მუშკუდიანი 2022 წლის მაისიდან სასწავლო-სამუშაო პროგრამით Meta-ს სათავო ოფისს Software Engineering-ის კუთხით შეუერთდება და რამდენიმე პროგრამისტისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად კალიფორნიაში, საერთაშორისო პროექტებზე იმუშავებს.

სკოლაში სწავლისას, ყოველთვის მათემატიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა მეთორმეტე კლასში პროგრამირების სწავლაც დავიწყე და დღის უმეტეს ნაწილს სწორედ მას ვუთმობდი. ამ მომენტიდან უკვე მინდოდა ისეთ კომპანიაში მემუშავა, როგორიც Facebook ან Google-ია, თუმცა ჩემი მოტივაციის მთავარი ფაქტორი ეს არ ყოფილა. უბრალოდ, პროგრამირება ძალიან შემიყვარდა, განსაკუთრებით ონლაინშეჯიბრებები, რომელშიც ყოველდღიურად ათასობით კაცი მონაწილეობდა და თავისი არსით სპორტის მსგავსი იყო. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიური მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად, საქართველოს ინფორმატიკის წევრი გავხდი და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედალი მოვიპოვე. ეს ყველაფერი დამეხმარა, მომდევნო წელს, Vanderbilt University-ისგან სრული დაფინანსება მომეპოვებინა და სწავლა აშშ-ში გამეგრძელებინა", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ლუკა მუშკუდიანი.

Meta-ს პროგრამის შესახებ ლუკამ პირველ კურსზე შეიტყო და დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო გუნდში მოსახვედრად. პირველ კურსზე, ძირითადად, მოსწავლეებს პროგრამირების სათანადო ცოდნა არ აქვთ, ამიტომაც მეგონა, რომ კომპანია სერიოზულად არ შემომხედავდა", − განმარტავს ლუკა მუშკუდიანი. კომპანიაში თავისი პორტფოლიო გაგზავნა, რის შემდეგაც ტექნიკურ გასაუბრებაზე დაიბარეს. ინტერვიუზე პროგრამული ენის ცოდნა, პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და გუნდური მუშაობის უნარი შეამოწმეს. „ინტერვიუ მას შემდეგ დამინიშნეს, რაც დამსაქმებელს პორტფოლიო გადავუგზავნე. ამ პროცესში ჩემი ორი მეგობარიც დამეხმარა, რომლებიც უკვე ამ პროექტზე იყვნენ მიღებული. ინტერვიუსთვის მოსამზადებლად რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა არსებობს, რომელიც ვფიქრობ, ძალიან გამომადგა. თავად ინტერვიუზე ტექნიკურ ამოცანებს გეკითხებიან, რომლის მიზანი პროგრამული ენის ცოდნის, ლოგიკის, პრობლემების გადაჭრის და გუნდთან მუშაობის უნარების შემოწმებაა. საბოლოოდ, ათი დღის შემდეგ ჩემმა დამსაქმებელმა დამირეკა და მახარა, რომ Meta-ში დავიწყებდი მუშაობას", − ამბობს ლუკა მუშკუდიანი.

პროგრამისტებს, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გლობალურ პროექტებზე მუშაობა სურთ, ლუკა ურჩევს, გამოიმუშაონ დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარი და შეისწავლონ პროგრამირების სხვადასხვა მიმართულება. აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით კი ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის − სწრაფად მზარდი მაღალტექნოლოგიური კომპანიის გუნდის წევრობაც.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება