Get All Access for $5/mo

''გალფი'' ექიმების დახმარების მიზნით სპეციალურ ფონდს ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გალფი

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია "გალფმა" მიიღო გადაწყვეტილება მხარში დაუგდეს ქართველ ექიმებს. 19 მარტიდან - 19 აპრილის ჩათვლით, "გალფში" ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი აკუმულირდება კამპანიის ფონდში, რომელიც გადაუნაწილდება ყველა იმ ექიმსა თუ ექთანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან COVID-19 -ის დაძლევის პროცესში.

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ekimebistvis.ge სადაც ყველას შეუძლია ლაივ რეჟიმში თანხის შეგროვების პროცესს ადევნოს თვალი.

„ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისის დაძლევაში ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. გვიხარია რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი რომელიც გალფში ჩაასხავს საწვავს შეგვიძლია გავხადოთ ამ დიდი პროცესის თანამონაწილე და ყველა ერთად მხარში დავუდგეთ ქართველ ექიმებს", - განაცხადა კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ.

იმისათვის რომ ჩაერთოთ კამპანიაში აუცილებელია საწვავის ჩასხმის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. ჩასხმის პროცესის დასრულების შემდეგ თითოეული მომხმარებელ საინფორმაციო SMS ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რამდენი ლარი გადარიცხა გალფმა მისი ჩართულობით და ჯამურად რა თანხაა შეგროვებული.

ერთად დავძლევთ! - გალფი #ექიმებისთვის

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?