Get All Access for $5/mo

ილონ მასკის მიერ Twitter-ის 9%-იანი წილის შეძენის შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულება 25%-ზე მეტით გაიზარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენამ იგი ამ სოციალური ქსელის უმსხვილეს გარე აქციონერად აქცია. აღსანიშნავია, რომ გარიგებას უძღოდა მასკის კრიტიკა Twitter-ის მიმართ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ილონ მასკი Twitter-ის 73 486 938 აქციას ფლობს, რაც კომპანიის 9,2%-იან წილს, ანუ დაახლოებით $2,89 მილიარდს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარიგება პასიურ ინვესტიციად მიიჩნევა, Twitter-ის აქციების ფასი 4 აპრილის მონაცემებით 25%-ით გაიზარდა.

მოგეხსენებათ, ილონ მასკიTwitter-ის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი გახლავთ და ამ პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. წლების განმავლობაში, Tesla-ს დირექტორის „თვითები" კომპანიისა და თავად ილონის გულშემატკივრებისათვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, ხოლო ბევრი კრიტიკოსი, დღემდე, მასკის პოსტებს მისი მხრიდან სპეკულაციურ ნაბიჯებად აღიქვამს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში