Ending Soon! Save 33% on All Access

ილონ მასკს Tesla-ს სათავო ოფისი კალიფორნიიდან ტექსასში გადააქვს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპანია Tesla-ს, რომელიც „სილიკონ ველიზე" 2000-ანი წლების დასაწყისში დაფუძნდა, სათავო ოფისი ტექსასში გადააქვს, სადაც მასკი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. ოფისის გადატანის მიუხედავად, ელექტრომანქანების მწარმოებელი, ავტომობილების სან-ფრანცისკოში აწყობას არ წყვეტს.

ილონ მასკმა ეს ინფორმაცია კომპანიის აქციონერებს 7 ოქტომბერს, უკვე ახალ საწარმოში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე გააცნო, რომელიც ოსტინთან ახლოს მდებარეობს. მას არ დაუზუსტებია ზუსტი თარიღი, თუმცა პალო ალტოს ოფისის დატოვების გადაწყვეტილება არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.

გასულ წელს, კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, კალიფორნიის ადგილობრივმა მთავრობამ შტატში საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დააწესა, რამაც გავლენა მსხვილ საწარმოებზეც იქონია. ამის შემდეგ, ილონ მასკი, რომლის შეხედულებების წლიდან წლამდე სულ უფრო ლიბერტარიანული ხდება, ქალაქ ოსტინში გადაბარგდა და Tesla-ს ოფისის ტექსასში გადატანაზე პირველი განცხადებებიც გააკეთა.

Tesla-ს საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წლის ბოლოსკენ ამოქმედდება.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გონივრული სტრატეგიული ნაბიჯი იყო Tesla-სთვის, ვინაიდან კომპანია აფართოებს საკუთარ წარმომადგენლობას ოსტინში. 2022 წლისათვის, მოდელების - Cybertruck, Model 3, Model Y-ის წარმოების სიმძლავრეების გაორმაგებას და ტექსასის ბაზარზე ფეხის მოკიდებას გეგმავს", - აცხადებენ კომპანიაში.

„სილიკონ ველიზე" ოპერირების ძირითად გამოწვევებად, მასკმა კომპანიისათვის აუცილებელი სივრცეების არარსებობა, მაღალი საცხოვრებელი ხარჯები და დასაქმებულთათვის დისკომფორტული მგზავრობის ხანგრძლივობა, რაც საცობებითა და სატრანსპორტო პრობლემებითაა განპირობებული.

„ჩვენი ახალი საწარმო, დაახლოებით 5 წუთის სავალზეა ოსტინის აეროპორტიდან, ხოლო 15 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან. ჩვენ ვგეგმავთ ეკოლოგიური სამოთხის შექმნას მდინარე კოლორადოს ნაპირებთან, რაც შესანიშნავი იქნება", - ამბობს მასკი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს, Tesla-ს აქციები Nasdaq-ის პლატფორმაზე 1,4%-ით გაიზარდა და 793,61 დოლარის ღირებულებას მიაღწია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ