Ending Soon! Save 33% on All Access

''ქართული ქსოვილის'' და მეამას პარტნიორობა გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: თიბისი

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივი პროექტის „ქართული ქსოვილის" და კომპანია „მეამას" პარტნიორობა გრძელდება. კოლაბორაციის ფარგლებში, ქართული ქსოვილის ორნამენტებით ბრენდირებული ყავის სხვადასხვა არომატის კაფსულები შეიქმნა. შეფუთვაზე დატანილი ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებისა და ქართველ დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.

„მეამამ" პროექტ „ქართულ ქსოვილთან" კოლაბორაციის ფარგლებში ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილი შოკოლადით არომატის ყავა შესთავაზა მომხმარებელს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე კი, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, „მეამა ქოლექთში" ორი უნიკალური კოქტეილი შეიქმნა.

ქართულ ქსოვილებისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას, ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას და მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევას.

ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ