Ending Soon! Save 33% on All Access

კომაროველი ლაშა გიორგი შამუგია $250 000-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ლაშა სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში - Princeton University (აშშ) ჩაირიცხა.

პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ლაშა სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა.

"ეს სიახლე ნამდვილად იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და გულწრფელად მაქვს სურვილი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც, რომლითაც შევძლებ ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, დასავლეთისკენ შეუფერხებლად სვლას და სწორი ღირებულებებისადმი მხარდაჭერას.

უდიდესი მადლობა ამერიკასა US Embassy Tbilisi, Georgia და პრინსტონის უნივერსიტეტს Princeton University ასეთი შესაძლებლობებისთვის!

ჩემი მთავარი რჩევა კი მათთვის, ვინც ახლა გადის ამ გზას, ან მომავალში გეგმავს: ყველაფერი შესაძლებელია; მთავარია მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და არ დანებდეთ არცერთი მარცხის შემდეგ"- აცხადებს ლაშა გიორგი შამუგია.

ის ამჟამად, რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან კიდევ ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

ლაშა არის კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე, 2019-2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020).

ის ასევე არის ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის "შეხვედრები მათემატიკაზე" ინიციატორი და ორგანიზატორი. ლაშა 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსეკლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად. არის EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი, ასევე მწერალთა საერთაშორისო კონკურსის "სტრიქონებს შორის" (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;

ამ ყველაფრის პარალელურად ლაშას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ "შავნაბადას" სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს