Ending Soon! Save 33% on All Access

პატარების საყვარელი ჟირაფი ჟოზე ''კრისტალისა'' და ეროვნული ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრისტალი

ჟირაფი ჟოზე ახალ ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის პატარებს დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ უყვება. ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი დაზოგვის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა", ფონდმა „კრისტალმა" და ეროვნულმა ბანკმა შექმნეს საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟოზე, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას და რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დაიხარჯოს. ანიმაციური ვიდეო USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში არსებული „კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მონაწილე ''სტუდია ველოსიპედმა" შექმნა.

ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა „კრისტალის" სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა ასაკისა თუ სფეროს წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც", რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი „სტუდია ველოსიპედია".

„კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://yes.crystal.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა