Ending Soon! Save 33% on All Access

"ქოლგა თბილისი ფოტო" იწყება წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე ფოტო პროექტია წარდგენილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე ფოტო პროექტია წარდგენილი. 14 მაისს 20:00 საათზე, ტეს-ში (დოდო აბაშიძის #10), გაიმართება ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია. დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ინფორმაცია გამოფენების, ლექციებისა და ვორქშოფების შესახებ იხილეთ www.kolga.ge-ზე.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ტრადიციულად, უკვე 20 წელია, თბილისი ფოტო კვირეულის წარმდგენია თიბისი.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ