Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა SIRHA-ზე წარდგება Bocuse-d'Or-ის ფინალურ შეჯიბრში 87 კონკურსანტი ქვეყნიდან 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SIRHA

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი შეფმზარეულები, გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა "Sirha 2021"-ში მიიღებენ მონაწილეობას.

საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი "Bocuse-d'Or" (87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს) და მის პარალელურად მიმდინარე გრანდიოზული გამოფენა "სირჰა" 23-27 სექტემბერს გაიმართება.

საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგება. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocus d'or-ის ოჯახის წევრი და პროექტ "Georgia - The Art of Feast - საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას" ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენა "სირჰა 2019"-ზე წარდგა

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს