Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "სახლი 71" მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია "სახლი 71" მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 9.8 მილიონი აშშ დოლარია.

"სახლი 71" ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი 10,000 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ერთ 16 სართულიან და ორ 23 სართულიან კორპუსს გააერთიანებს. ჯამში 600 ბინა აშენდება. კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და პირველი ბლოკი 2023 წლის დეკემბერში, კომპლექსი სრულად კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ბინების გარდა, აპარტ ოტელის , საოფისე და კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცის, ასევე 3,000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის, სათამაშო მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

"საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. "სახლი 71" - თან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია" - აღნიშნა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება