Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და თაფლის წარმოებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 610,000 ლარს უტოლდება.

"საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენი ბიზნესი ზრდას და განვითარებას განაგრძობს. მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ამჟამად თაფლის რეალიზაცია 2 ტონას, ხოლო მარწყვის - 5 ტონას უტოლდება. პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გეგმაში გვაქვს დამატებითი ფართობის ათვისება და ახალი ბაღების გაშენება. ბანკთან პარტნიორობით, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც, რომელიც 20 ტონამდე მოსავალს ინახავს. გვინდა სამომავლოდ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი აგრობიზნესი, მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუზრუნველვყოთ პროდუქციის რეალიზაცია", - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, დავით კუჭუხიძე.

"ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება. მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მსგავსი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას", - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

Business News

რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი დამაჯერებელი იყოთ, ვიდრე დიდი იდეა გქონდეთ

ბევრ ანტრეპრენერს შესანიშნავი იდეები აქვს, მაგრამ მხოლოდ წარმატებულებმა იციან, როგორ გაყიდონ ისინი

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი