Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს საბანკო სექტორი უკრაინის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობარი უკრაინლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას:

  • ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებზე და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე.
  • უკრაინის მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის საკომისიოს ბანკები დაფარავენ.
  • ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის.
  • ბანკები ჩაერთნენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა), სამთავრობო („აწარმოე საქართველოში") და კერძო სექტორის ინიციატივებში და კოორდინირებულად უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას.
  • საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის მიმართულებით.
  • ზოგიერთი ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბანკების ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდებაზე მოიხსნა საკომისიო გადასახადი

სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

საბანკო სექტორი სტაბილურად, ერთსულოვნად და კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში.

საქართველოს საბანკო სექტორს აქვს საკმარისი ლიკვიდურობა და კაპიტალი, რათა სტაბილურად და მდგრადად განაგრძოს ოპერირება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ