Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია საქართველოში ახალგაზრდული "ევრობესთის" ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EUROBEST 2021

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის" ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება.

კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

მონაწილეები ბრიფს, 23 ოქტომბერს, ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ.

თარიღები:

  • 23.10 გუნდების ონლაინ დაბრიფვა
  • 26.10 23:59-ზე ნამუშევრების ჩაბარება
  • 28.10 LIVE შეხვდრა ჟიურისთან
  • 29.10 საქართველოს 2 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია

ნამუშევრებს სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული ორი გუნდი, საქართველოს სახელით, "ევრობესთის" მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

„ევრობესთის" მეგობარია თიბისი, რომელიც მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

"ევრობესთი" კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. "ევრობესთი" გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. ახალგაზრდული „ევრობესთი" ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ